Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

19:58 09.11.2018
მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შესახებ აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო. „მინდა გითხრათ ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკოტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა.

ვიდეოჩანაწერი ასახავს 2008 წლის 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს „ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის“ მიცემული ჩვენების ფრაგმენტს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge