Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:13 08.01.2019
შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

7 იანვარს, შობის ღამეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge