Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:32 11.01.2019
„მთელი მაფიაა, მთელი ბანდაა - ამ ბანდას, საიდანაც მოვიდნენ, იქ მოუწევთ წასვლა! - უმრავლესობაში, ეს სია ვერანაირად ვერ გავა და ახლა მიდის დეპუტატების დამუშავება კაჭრეთში, ე.წ. „პადვალში“

კაჭრეთში პარლამენტის დეპუტატების დამუშავება მიმდინარეობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენილ სიას მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, უმრავლესობაში ისეთი განწყობაა, ამ სიას პარლამენტში არ გაიტანენ.

 

„ქუჩის მუსიკოსები ხომ გაგიგიათ? ესენი არიან ქუჩის იურისტები. რომ გადავხედოთ, რა აქვთ დამთავრებული, ვინ არიან? მაგალითად, ლევან მურუსიძეს არანაირი სამეცნიერო ხარისხი არ გააჩნია და იურიდიულ ფაკულტეტზე ჯავახიშვილში ლექციებს კითხულობს. მთელი მაფიაა, მთელი ბანდაა. ამ ბანდას ვანახებთ, საიდანაც მოვიდნენ, იქ მოუწევთ წასვლა! პარლამენტი რას იზამს, ეს პარლამენტის საქმეა. დღეს რა სიტუაციაც არის შექმნილი, დღეს რა განწყობაც არის უმრავლესობაში, ეს სია ვერანაირად ვერ გავა, გამორიცხულია. თუმცა, ახლა მიდის მათი დამუშავება კაჭრეთში, ე.წ. „პადვალში“ ჰყავთ ეს დეპუტატები. მიდის ამ ხალხის დამუშავება, რომ რამენაირად გაიყვანონ, მაგრამ ვერ გაიყვანენ ამ ხალხს, გაიყვანენ და გავიყვანთ პოლიტიკიდან“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge