Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:40 26.01.2019
რატომ არ უყვართ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას სტალინი?

 

 

იცით რატომ არ უყვართ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას სტალინი?

 

-იმიტომ რომ ვერ წვდებიან განათლებით

-იმიტომ რომ სტალინი თავის საქმის პროფესიონალი იყო-დღეს ფულის გამო თუ მოვლენ პოლიტიკაში


-იმიტომ არ უყვართ, რომ მას საოცარი უნარი ჰქონდა დიდი მასა დაემორჩილებინა -ესენი პარტიას ვერ იმორჩილებენ


-იმიტომ რომ დღევანდელებისან განსხვავებით, ყველას არ აძლევდა უფლებას, რომელიც მოეწონებოდა ის ობიექტი მიესაკუთრებინა


-იმიტომ არ უყვართ, რომ მის დროს თუ საქმის პროფესიონალი არ იყავი კრემლში სამუშაოდ არავინ დაგსვამდა- სამაგიეროდ დღეს არამარტო ოჯახებით, არამედ საგვარეულოთი მოდიან პოლიტიკაში


-იმიტომ არ უყვართ, რომ არ ანიავებდა პრემიებს, არც თავისთვის და არც სხვისთვის- დღეს უსაქმურობაში იღებენ დანამატებს


-იმიტომ არ უყვართ, რომ ამერიკას პირველ მტრად მიიჩნევდა – ესენი პირველ მეგობრად მიიჩნევენ : ))


-იმიტომ არ უყვართ, რომ ნებისმიერ თემაზე შეეძლო დაუსრულებლად ემსჯელა და თავისუფლად ეკამათა მეცნიერებთან- დღეს პოლიტიკოსების უმრავლესობამ საქართველოს ისტორია არ იცის


-იმიტომ არ უყვართ, რომ მის დროს ვერც ახსენებდი ”ერთსქესიანთა” ქორწინებას- სამაგიეროდ დღეს იმისთვის ვიბრძვით, რომ არ დააკანონონ 


-იმიტომ არ უყვართ, რომ მას შეეძლო ერთი თითის დაქნევვით ათასობით ადამიანი გაეჩუმებინა- ესენი მიკროფონით ვერ აჩუმებენ პარლამენტს


-იმიტომ არ უყვართ, რომ მას მტერიც პატივისცემით იხსენიებდა-დღეს თანაპარტიელები დროს ერთმანეთის გინებაში ატარებენ


-იმიტომ არ უყვართ, რომ გამბედავი იყო და არ თქვათ, რომ დღეს რომელიმე პოლიტიკოსი საკუთარ ვაჟს ფრონტის ხაზზე დაუფიქრებლად გაუშვებს


-იმიტომ არ უყვართ, რომ დროის სვლსთან ერთად ხალხს არ ავიწყდება


-იმიტომ არ უყვართ, რომ კაცი გარდაცვლილია და მაინც ვერ ერევიან


(მურაჩაშვილი)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge