Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:07 11.02.2019
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე საუკეთესოდ ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი  – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი. ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა, რომესაც 13,000 ხმა მოუგროვდა.

დაჯილდოების ცერემონიის გამართვის დრო და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge