Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:21 11.02.2019
„აი ეს კაცი რატომაა დღეს დირექტორი, ვინმე მეტყვის? ბოლო ბოლო, მიხედეთ ამ ფსიქიატრიულებს, ვერ ხედავთ, ამოხოცეს ოჯახები!“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­ი დი­რექ­ტორ­ის, ლაშა კი­ლა­ძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„აი ეს კაცი რატომაა დღეს დირექტორი, ვინმე მეტყვის? წინა დღეს მიიყვანეს ის მკვლელი და არ დარჩაოო, როდის იყო გიჟი თავის სურვილით სადმე რჩებოდა, ადგილი არ გვაქვსოო, გაუშვეს და მეორე დღეს ძმისშვილი მოკლა. ხალხოოოო, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანას მიყავს პაციენტი ფსიქიატრიულში და ნარკოლოგიურში და არაა ადგილიოო, უკან უშვებენ, ისინი კი რას ჩადიან ღმერთმა უწყის. ბოლო ბოლო მიხედეთ ამ ფსიქიატრიულებს, ვერ ხედავთ, ამოხოცეს ოჯახები!“, წერს ნინო ჯღარკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge