Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:45 11.02.2019
„სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით“

სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა. მისი თქმით, არ წარმოუდგენია საქართველოში ემიგრანტების მასობრივად დაბრუნება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.გია  ნოდიას შეფასებით, ექსპრეზდენტს ამ ეტაპზე არ შეუძლია სტრატეგიული მოთმინების პოზიცია დაიკავოს, მას სჭირდება, რომ სულ რაღაც საქმეში იყოს და მოლოდინი გაუჩინოს თავის მომხრეებს, რომ რაღაც მოხდება.

 

„ზოგადად, სააკაშვილის აქტივობა ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მას არ შეუძლია ამ ეტაპზე სტრატეგიული მოთმინების პოზიცია დაიკავოს. მას სჭირდება, რომ სულ რაღაც საქმეში იყოს და მოლოდინი გაუჩინოს თავის მომხრეებს, რომ რაღაც მოხდება. ჩვენ ვნახეთ, რომ კარგი შედეგი აჩვენა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო არჩევნებზე, თუმცა საბოლოო შედეგის შემდეგ საქართველოში ამას არაფერი მოჰყოლია და ახლა სააკაშვილს სურს, მობილიზცია გაუწიოს ემიგრაციას. სააკაშვილის სასარგებლოდ ყველაზე მეტად „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა ამ სულელური კონტრაქციის ორგანიზებით. ამით აჩვენეს, რომ სააკაშვილი რასაც აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათოა. მე რომ მკითხოთ, ძნელად წარმომიდგენია ნათელი გეგმა, რომ ემიგრანტები დაბრუნდებიან და ამით აქ რაღაც შეიცვლება“, - განაცხადა გია ნოდიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge