Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:46 12.02.2019
„ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ - 1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე“

არასამთავრობო ცენტრის „საქართველოს განვითარების ლაბორატორია“ დირექტორი ირაკლი გოგავა ემიგრანტების გუშინდელ შეხვედრას აფასებს და წერს:

 

„1,5 მილიონი ემიგრანტისგან 1000-კაციან დარბაზს რომ სანახევროდ შეავსებ და სხვა ემიგრანტები კი სალანძღავად მოგივარდებიან, უნდა დაფიქრდე. უზარმაზარი დროშით ჩავარდნის დაფარვა ცალსახად კრეატიულია, მაგრამ მაინც მივხვდით, რომ დროშის ქვეშ არავინ იჯდა. მთავარი კი ისაა, რომ ახალი არაფერი თქმულა - კვლავ ალიაქოთი, დაძაბულობა, ტყუილების კორიანტელი და აგრესია ანუ ყველაფერი ის, რაც ქართველ ხალხს არ აინტერესებს. ნაციონალებს ახალი ლიდერი სჭირდებათ. მაგალითად მაჭუტაძე ან ნუგზარ წიკლაური. ცნობისთვის: 2004-2012 წლებში საქართველო 700,000 ადამიანმა დატოვა, ხოლო 2014-2018 წლებში მოსახლეობა 100,000-ით გაიზარდა. (წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge