Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:42 12.02.2019
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე  სამი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით,  ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები გაასაღეს. ყალბი დოკუმენტების თანახმად,  ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა მიაწოდეს 52 500 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge