Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:24 13.02.2019
100 წლის განმავლობაში პირველად აფრიკაში იშვიათ შავ ლეოპარდს ფოტო გადაუღეს

შავი ლეოპარდი ბრიტანელმა ველური ბუნების ფოტოგრაფმა უილ ბარარდ-ლუკასმა კენიაში ყოფნისას აღბეჭდა. ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში შავი ლეოპარდის პირველი დოკუმენტირებული გამოსახულებებია. 

 

მელანიზმი ალბინიზმის საპირისპირო მდგომარეობაა, როცა ორგანიზმი ჭარბად წარმოქმნის პიგმენტ მელანინს, რაც ცხოველის შავ შეფერილობას იწვევს. შავი ლეოპარდების შესახებ კენიაში ათწლეულებია საუბრობენ, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება დღემდე იშვიათი იყო.

 

სან დიეგოს ზოოპარკის ბიოლოგებთან ერთად ბარარდ-ლუკასმა მოათავსა კამერები იმ ადგილებში, სადაც, გავრცელებული იყო ჭორები, რომ შავი ლეოპარდები ბინადრობდნენ.

 

ბოლოს აფრიკაში შავ ლეოპარდს ფოტო 1909 წელს გადაიღეს, რომლის გამოსახულებაც ვაშინგტონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში ინახება. შავი შეფერილობა შესაძლოა ეხმარებოდეს ლეოპარდებს უღრან ტყეში ნადირობაში. 

 

მელანიზმის მუტაცია ლეოპარდების 11 %-ში გვხვდება. ის რეცესიული თვისებაა, რაც ნიშნავს, რომ ლეოპარდის ორივე მშობელი უნდა ატარებდეს გენს, რათა გამოიხატოს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge