Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:04 15.03.2019
სუს-ი ხურვალეთში რუსი ჯარისკაცების შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. გავრცელებულ ინფორმაციაზე სუს-მა კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

 

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.


საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განაცხადეს სუს-ში.

ავტორ(ებ)ი : ipn.ge