Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:01 04.04.2019
"ევრონაცობა ჩოყლაყს ემიჯნება, მაგრამ სანახევროდ" - დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ევრონაცობა ჩოყლაყს ემიჯნება; მაგრამ ემიჯნება მხოლოდ სანახევროდ; რაც მთავარია -ემიჯნება ოდენ ფარისევლურად და კონიუნქტურის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო. არც უგულავას და არც სხვა ევრონაცების, არც საქციელსა და არც სიტყვებში ჩადენილ ბორორტმოქმედებათა გამო გულწრფელი სინანულის ნატამალიც კი არ არის. ფარისევლობაა, როცა საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კი საუბრობენ, მაგრამ ძალაუფლების მოსაპოვებლად უფრო მეტი გაშმაგებით იბრძვიან.... იბრძვიან, რადგან იმედი აქვთ ერთის მხრივ, ისეთი ბრიყვი პოლიტიკანებისა, როგორებიც, მაგ. "თავისუფალი დემოკრატები" აღმოჩნდნენ და მეორეს მხრივ, ქართველი ხალხის არა "გულმოწყალებისა", არამედ უსაზღვრო გულმავიწყობისა....


გულმოწყალება უდავოდ გამორჩეული სიკეთეა, მაგრამ გულმავიწყობა - მძიმე სენია და ბოროტება.


ჩემმა მეგობარმა გია იაკობაშვილმა, რათა ამ მძიმე სენისგან - გულმავიწყობისგან როგორმე დაგვიცვას, მათი ბორორტმოქმედების მამხილებელ, ფაქტიურად, საბრალადებლო დასკვნად, წერილების მთელი ციკლი, საერთო სათაურით: "მეხსიერების ბარათი" გამოაქვეყნა ფორ.გე-ზე...


მაგრამ, როგორც ჩანს ფარისევლობასა და გულმავიწყობას მეტი გასავალი აქვს ახლა საქართველოში და პოლიტიკაში "მეხსიერების ბარათის" იმედად არავინ აპირებს ყოფნას...


მეხსიერების ბარათის გარეშე კი ნებისმიერი საინფორმაციო-საკომუნიკაციო მოწყობილობა თუ საშუალება მხოლოდ წარმავალი, ეფემერული და არაფერში გამოსადეგი, იმწამსვე გადასაყრელი ნაგავის, ანუ სინამდვილეში - დეზინფორმაციის დაგროვებას ემსახურება...საუბედუროდ, ამ ნაგავის წარმოებაში ბადალი არა გვყავს...


ეს გადაცემაც 360 გრადუსით ასეთი ნაგვის გროვაა და სხვა არც არაფერი..."- წერს დავით ზარდიაშვილი და პოსტს აქვეყნებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge