Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:46 04.04.2019
უკანასკნელი უბიხის სტყვები

"ისე თუ დადგები რომ ზღვას უყურებდე, ჩვენგან-უბიხებისგან მარჯვნივ ადიღეელები ცხოვრობენ, მარცხნივ კი აფხაზები. ხოდა აფხაზურის გარდა ადიღეურიც ვიცი, მართალია, ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც ვიცი. ჩვენ ისეთი ახლო მეზობლები ვიყავით, რომ არ შეიძლებოდა ერთმანეთის ენა არ გვცოდნოდა..." - ბაგრატ შინქუბა "უკანასკნელი უბიხი"

 

უბიხები (თვითსახელწოდება — თ°ახჷ, აფხ. Тәахы "თვახი") — ჩრდილო კავკასიელები, ენით, კულტურითა და ყოფით ენათესავებიან აფხაზებს, ადიღელებს, ჩერქეზებს. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ შავი ზღვის კავკასიონის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. კავკასიის ომის შემდგომ რუსეთის იმპერიამ მოაწყო მათი გენოციდი. გადარჩენილმა ნაწილმა მიაშურა ოსმალეთის იმპერიას, სადაც მათი ეტაპობრივი ასიმილაცია მოხდა. დღეს ამ ენაზე აღარავინ საუბრობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge