Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:28 04.04.2019
"ამერიკელი ნატოელები ქერჩის სრუტეში: სიტყვა და საქმე"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ამერიკელი ნატოელები ქერჩის სრუტეში: 

სიტყვა და საქმე


აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში ქეი ჰაჩისონმა განაცხადა, რომ ნატო ზომებს მიიღებს უკრაინის სამხედრო გემების ქერჩის სრუტეში უსაფრთხოდ გასაყვანადო, ანუ მრისხანე ხომალდებს გაგზავნის შავ ზღვაში, რომლებიც უკრაინის სამხედრო გემებს (მცირე სადარაჯო კატერებს) გვერდით დაუდგებიან ქერჩის სრუტეში გასვლის დროს და საძაგელი რუსები ხელს ვეღარ შეუშლიანო.

https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/6289077


კეთილი და პატიოსანი.


მაგრამ როგორ?


ჯერ ერთი, რომ ნატოს მრისხანე ხომალდები (კრეისერები, ნაღმოსნები და ა.შ.) ხიდის ქვეშ ვერ გაივლიან (ანძებს ხომ ვერ გადაკეცავენ!) და თუ გაანგრევენ, ეგ არ ვიცი...


მეორე - დავუშვათ და გაძვრნენ ხიდის ქვეშ, მერე რას იზამენ? აზოვის ზღვის სიღრმე მაქსიმუმი, ჰა-ჰა ,14 მეტრამდეა. მრისხანე ხომალდების დიდი წყალწყვის გამო, მათი წყალში "ჩაჯდომის" დონე (ვატერხაზის ქვემოთ) 10-12 მეტრია, ანუ დიდი რისკია, რომ ამერიკელი ნატოელები მეჩეჩზე შეჯდნენ;


და მესამე - ქერჩის სრუტეში გასვლა და აზოვის ზღვით სარგებლობა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის 2003 წლის ხელშეკრულებით რეგულირდება, რომლის მიხედვით, აზოვის ზღვას დახურული წყალსატევის სტატუსი აქვს და რუსეთის უნებართვოდ თუ შევლენ იქ ამერიკელები, ესეც არ ვიცი...


ამონარიდები ხელშეკრულებიდან:


Статья 1 

Азовское море и Керченский пролив исторически являются внутренними водами Российской Федерации и Украины.


Статья 2 

Военные корабли и другие государственные суда третьих государств, эксплуатируемые в некоммерческих целях, могут заходить в Азовское море и проходить через Керченский пролив, если они направляются с визитом или деловым заходом в порт одной из Сторон по ее приглашению или разрешению, согласованному с другой Стороной."- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge