Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:10 05.04.2019
"ადვოკატი კი არა, ბაგრატ კურაპალატი რომ წამოდგეს, არ შევეპუები მასაც“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ახლა გეტყვით როგორ მოხდა ეგ ამბავი:

უკვე შეღამებული იყო, როდესაც სტუმარი გამოაცილეს სამთა. საჯინიბოში გავიაროთო მოისურვა დავითმა. როცა შიგ შევიდნენ, ოქროსფერი ულაყი შემიკაზმეო, უთხრა გაბრიელს. 

კოხრიჭაისძე გაშრა, მხრები აიჩეჩა.

რა დროს შეკაზმვააო ცხენისა?

უჩვეულოდ აენთო მეფე.

მეფე დავითი გიბრძანებს: ახლავე შეჰკაზმეო ცხენი!

სამივემ ირწმუნა რ2-ით გავრცელებული ჭორი - ბეგაშვილის ქალს ყვარობსო მეფე.

სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა. არც დედოფლის რიდი ჰქონდა და არც კანცლერისა. იგიც სულერთი იყო, რას იტყოდნენ ავი ფეისბუკელები.

ალბათ მობრუნებულაო კლუბიდან შორენა.

„ადვოკატი კი არა, ბაგრატ კურაპალატი რომ წამოდგეს, არ შევეპუები მასაც“.

ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა დავითმა.

ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არ უგრძვნია მეფეს.

ჰოდა აცალეთ იმ ადამიანს ქიტესასთან სმა და ვარდისახარების ძუძუს კერტების დაგემოვნება, ბჯოოოს!"- წერს გია გაბრიჭიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge