Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:37 05.04.2019
"ბიჭები ვხოცოთ იმიტომ, რომ ამერიკული ნარკო-კარტელი დავიცვათ?! და ვატყუოთ ერი, რომ ვითომ ტერორიზმს ვებრძვით?!"
კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მართლა მაინტერესბეს რატომ უნდა იცავდეს ქართველი ჯარისკაცი ავღანეთს ან ერაყს?!  ანუ ბიჭები ვხოცოთ იმიტომ, რომ ამერიკული ნარკო-კარტელი დავიცვათ?!  და ვატყუოთ ერი, რომ ვითომ ტერორიზმს ვებრძვით?!  ტერიტორიების 20% ოკუპირებული გვაქვს... მავთულხლართებში ვართ გახვეულები... ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, 30% ანექსირებულია და ჩვენ ბიჭებს ამ რაღაც მისიებში ვხოცავთ და თუ ღმერთმა ნუ ქნას და ინვალიდი დაბრუნდა.... მერე თვეში 22 ლარს უხდით. იქ თუ იმსახურებს ჯარისკცი 1500 ლარია და ზევით, ხელფასი და თუ საკუთარ მიწა-წყალს იცავს მაშინ 500 ლარია ანაზღაურება რა ლოგიკაა?! ან ესეთი მიდგომებით რა ჯარი უნდა ჩამოაყალიბოთ?! ან რა ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოთ?!  

 

ნუ იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მინისტრი იზორია კორუფციაში მსოფლიო ჩემპიონია და ჯარი მაგას ისე ესმის და იცის, როგორც მე ვიცი ვიეტნამის კონსტიტუცია." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge