Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:58 05.04.2019
"სანამ ედუარდ შევარდნაძე ერთი ნაწილისთვის იქნება სახელმწიფო მოღვაწე და მეორისთვის - მოღალატე, ქართული ცნობიერების ერთიანობას აქვს პრობლემა!"

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი -ნინო ხაჩიძე საკუთარ გვერდზე წერს:

 

"იმიტომ, რომ "ვეფხისტყაოსანი" არის ყველა ქართველის საკუთრება, იმიტომ რომ "ქართლის ცხოვრება" არის ყველა ქართველის ისტორია, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი არის ყველა ქართველის უპირველესი მეფეთ-მეფე, იმიტომ რომ ქეთევან დედოფალი ყველა ქართველის სიამაყეა, იმიტომ რომ ლიპარიტ ბაღვაში ყველა ქართველისთვის მოღალატეა, იმიტომ რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყველა ქართველისთვის გმირია, იმიტომ რომ სერგო ორჯონიკიძე ყველა ქართველისთვის ანტიგმირია და ა. შ. და ა. შ. არსებობს ერთიანი ქართული ცნობიერება, მიუხედავად კუთხეებად დაშლის მცდელობებისა გარედან და საუკუნეების განმავლობაში.


სანამ ერთი ნაწილისთვის გამსახურდია იქნება გმირი და მეორისთვის - ანტიგმირი, სანამ ედუარდ შევარდნაძე ერთი ნაწილისთვის იქნება სახელმწიფო მოღვაწე და მეორისთვის - მოღალატე, ქართული ცნობიერების ერთიანობას აქვს პრობლემა! ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლა კი ავტომატურად ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დაშლას, ანუ გაქრობას (პირი ქვისკენ მიქნია!).


ჰოდა - ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ერთმანეთის ჭამა სჯობს, ვინ ვინაა, თუ ერთიანი, კომპრომისული აზრის ჩამოყალიბება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. და როგორ შეიძლება, ამას ვერ ხვდებოდეს ვინმე?! ან იმას, რომ ეს დაპირისპირება სწორედ ავისმოსურნეთა ინტერესია.


P. S. ემოციურად და აგრესიულად ნუ გამომეხმაურებით." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge