Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:08 08.04.2019
"ეშმაკმა მეც მაცდუნა და გამაბრუა, სანამ გავუწირივარ უნდა შევებრძოლო" -დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ბიძინა ივანიშვილის წერილის ფრაგმენტი, რომელიც გამოქვეყნებულ ტექსტში უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ „ეშმაკმა დაბლოკა“:


... „ეშმაკი ყოფს“ სწორედ იმით, რომ იგი ჯერ გვაცდუნებს „არა-ჩემიანების“ სამშობლოს მტრებად გამოცხადებით, მერე გვაბრუებს ასეთ „მტრებთან“ ბრძოლის ჟინით და, ბოლოს, გვწირავს ამავე ბრძოლაში მწარე მარცხისთვის.


აღნიშნული სამმოქმედებიანი ტრაგედია ერთპარტიულობის პოლიტიკურ სცენაზე უკვე 30 წელია დიდი წარმატებით თამაშდება. ეშმაკმა ასე აცდუნა, გააბრუა და გაწირა დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება. ეშმაკმა მეც მაცდუნა და გამაბრუა და სანამ გავუწირივარ კიდეც, უნდა შევებრძოლო!


ამისათვის, უარს ვამბობ „ხელისუფლების ვერტიკალის გამაგრების“ ეშმაკისეულ ვერსიაზე და გადავდივარ „ხელისუფლების კონსტიტუციური დანაწილების“ ადამიანურ მოდელზე..."-  წერს დავით უსუფაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge