Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:42 10.04.2019
"ვერაფერი ვისწავლეთ, დავიწყეთ სიყვარულით, მივედით ზიზღის ენამდე... იქნებ დროა დავსხდეთ და მომავალზე ვიფიქროთ"

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"1. 8 აპრილის მთავარი თემა იყო ბ. ივანიშვილის წერილის გაქილიკება. კიდევ შეგახსენებთ, სხვებსაც დაგეწერათ 30 წლის შეფასებები. საინტერესო იქნებოდა, რადგან ისტორია დასაწერია, პოლიტიკური შეფასებები გასაკეთებელია. მაგრამ ბევრი ვერ დაწერს, გარკვეული მიზეზების გამო. ეს ისე.


გაისად 8 აპრილს, ვისურვებდი, 9 აპრილის წინმსწრებ და მის შემდგომ პროცესებზე გვესაუბრა და არა ვინმეს ქილიკზე. ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე და სხვა პროცესებზე.


2. 9 აპრილის მთავარ თემად იქცა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის შეცდომები. ეს თუ მორალის სტანდარტია, რომ ტელეეთერებში მხოლიდ პრეზიდენტის მიერ ან პრეზიდენტზე განაწყენებულ ხალხს ვატარებთ, რა ვიცი, აღარ მცოდნია არაფერი.


პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას კი, ვურჩევ, მოახერხონ და გამოასწორონ გუშინდელი ტექნიკური თუ საორგანიზაციო ხარვეზები, ბოდიშით და ამ ხალხთან შეხვედრით, ჩახუტებით და მოფერებით.


ვისაც 9 აპრილიდან 9 აპრილამდე 21 დაღუპულის ოჯახი არ გახსენდებათ და, ამ 30 წლის მანძილზე, თითი არ გაგინძრევიათ მათთვის, ძაანაც ნუ გადაიფხრიწავთ ვენებს და იოგებს სხვისი კრიტიკით.


3. ნახეთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, გამოგიწვიათ დებატებში, ნებისმიერი ტელევიზიის მოწვევით, და მიიღეთ ეს გამოწვევა. ჩემთვის საინტერესო იქნება, ლანძღვა-გინების ნაცვლად, გიცქიროთ როგორ იდებატებთ.


გუშინდელი ინტერვიუს მხოლოდ ცალკეულ ნაწყვეტებს ატრიალებენ, ნაწყვეტებით ვერ გაიგებთ. ამიტომ ვდებ სრულ ვერსიას და ნახეთ: ინტერვიუს ბმული - https://youtu.be/3mdFxdaKWzM


ზოგი რამ საინტერესოა. მე ყველაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ თქვენ რაშიც არ ეთანხმებით, გამოიწვიეთ და ეკამათეთ. განსაკუთრებით იმათ მივმართავ, ვინც გახსენათ. საჯარო დისკუსიებში შეეჯიბრეთ.


4. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას, ხელისუფლებას, ოპოზიციას, საზოგადოებას, - ამ 30 წლის მანძილზე ვერაფერი ვისწავლეთ, დავიწყეთ სიყვარულით, მივედით ზიზღის ენამდე. იქნებ დროა, სანამ არის ეს დრო, დავსხდეთ და მომავალზე ვიფიქროთ, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა ფონს.


არავის გთხოვთ თავი შესწიროთ სამშობლოს, სამშობლოს ნუ შესწირავთ საკუთარ ინტერესებს," - წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge