Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:28 10.04.2019
"ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ..."

სოციალური ქსელის მომხმარებელი შორენა მარსაგიშვილი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია ერთ-ერთი კერძის „ბორშის“ სურათი, რომელსაც სოციალურად დაუცველებს კვირაში ერთხელ აძლევენ. თუმცა, ბორში კომბოსტოს გარეშე გახლავთ:

 

„უფასო სასადილოებში კვირაში ერთხელ აძლევენ ბენეფიციარებს ბორშს. ამას წინებზე დავწერე, რომ ჩკალოვის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში კარგა ხანია ბორშს კომბოსტოს გარეშე ამზადებენ.

ბენეფიციარებს ეუბნებიაბ, რომ კომბოსტო გაძვირდა და მადლობა თქვან, რომ საერთოდ რამეს აჭმევენ.

მეგონა რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.გუშინ, 9 აპრილსაც (სამშაბათია ბორშის დღე) ბორში კომბოსტოს გარეშე იყო.

არც მწვანილი ჰქონდა, მხოლოდ ცოტა კარტოფილი ჩააყარეს.

ამ საოცნებო ბორშის ფოტოსაც შემოგთავაზებთ.

ალბათ არც ახლა შეიცვლება რამე. და მინდა რომ იმ ადამიანებს მოუწიოთ ასეთი საკვების იმედად დარჩენა, ვინც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ჯიბეებს ისქელებს“, - წერს შორენა მარსაგიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge