Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:51 15.04.2019
„დილით რომ ბათუმისკენ მიმავალს ველოსიპეტიანი კაცი შემხვდა, ისევ ის არ იყო...თან გურული და ამ კაიფს გაუშვებდა ხელიდან“

ფეისბუკმომხმარებელი პაატა მძინარიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს იხსენებს და თვითირონიითა და იუმორით წერს: 

 

„ერთხელ დეა რაღაც საიტზე იყო შესული და ისტერიული სიცილი აუტყდა....რა იყო, მამა, ეგეთი, რა ნახეთქო და მგონი შენ რომ გჭირს იმაზე წერენო...რას წერენ, მითხარი, ან რა მჭირს ვერ გავიგე შვილო და გამაგებიე, დამაწყდა ნერვები...ოოოო...მე ვერ გეტყვი და მოდი შენ თვითონ წაიკითხეო...თურმე არსებობს თანდაყოლილი დაავადება, რომელიც აზიანებს ტვინის რომელიღაც ნერვს და ამ დაავადებას ქვია არც მეტი, არც ნაკლები "ორიენტაციული კრეტინიზმი'" ...ჰოდაა ბავშვი ხომ ვერ მეტყოდა მამა კრეტინი ხარო....ასჯერ რომ ვიყო ნამყოფი ერთ ადგილას ასმეერთედ მაინც ვერ ვაგნებ და რა ვქნაა...აი ეგა მჭირს ზუსტად...ორასჯერ მაინც ვარ ბათუმში მანქანით ჩასული და შანსი არაა სადღაც არ გადაუხვიო და არ დავიკარგო...ან რა ჯანდაბა მინდა ამ ტალახიან გზაზე რომ უხვევ ვერ ვიგებ...აი ეგაა ზუსტად "ორიენტაციული კრეტინიზმი...მოკლედ, მივდივარ ბათუმში სასწრაფო საქმე მაქვს და თან იმავე დღეს უნდა დავბრუნდე თბილისში...ნუუ, გადაუხვიე ეტყობა სადღაც და და უბერავ ორღობეებში,ბოლოს როგორღაც მივხვდი, რომ "ნი პო ნაზნაჩენიუ" მივდიოდი და ვხედავ ვიღაც კაცი მოდის "პროტივზე" ველოსიპეტით...გავაჩერე და ფანჯრიდან მივესალმე...გამარჯობა,ბოდიშს გიხდით და ბათუმში სწორედ მივდივარ...? ...რაის ბათუმში ბიჯო...საცხაა ჩოხატაურში შეხვალ,18 კილომეტრი მქონდა საჯავახოს გადმოსახვევიდან გავლილი...მოკლეთ აქეთ წახვალ...იქინე ჩოუხვევ...ოუყვები აღმართს...ჩოუყვები, ოუხვევ, ჩოუხვევ

,

გეივლი კიდო ასე ასს,ასორმოცდაათ კილომეტრს და ბათუმში ხარო ...ამიხსნა უცბათ ...თან ხელებს ისე იქნევდა კინაღამ ფილტვების ანთება დამმართა...მეც ოუხვიე,ჩოუხვიე და როგორც იქნა ჩავაღწიე...დავტოვე ესკიზები და დავაწექი უკან...დღისით ხომ ყველაფერს ვაგნებ თვალდახუჭული და ღამით ხომ აზრზე ხართ...ნუ, იასნია დავიკარგე სადღაც ...უკუნი ღამეა...კაციშვილის ჭაჭანება არაა, რომ ვკითხო სად ჩოუხვიო თბილისისკენ და ჩემს ბედზე ლამპით ვიღაც ეზოში გამოჩნდა...ჩეჩმაში მივდიოდიო მერე მითხრა მარა შენს დანახვაზე ქე ჩავისვარე შარვალშიო...მივანათე ფარები და ...ბოდიში ბატონო, თბილისში სწორედ მივდივარ,თქო რომ ვკითხე, გაწვა ძირს და ხარხარებს ეს ტიპი...შემოი...შემოიიი...გაფიცებ ყოლიფერსო...მიძახის...რა იყო რა გაცინებს, შე კაცო,გზა ამებნა და მიმასწავლე, რას კოტრიალობ მაგ ბალახზე, კაცი არ ხართქო...ბიჯოოო მე კი ვარ კაცი მარა, შენ მის მერე აქანა დაბორიალობო...ჩემ ბედს რომ გავკარი...დილით რომ ბათუმისკენ მიმავალს ველოსიპეტიანი კაცი შემხვდა ისევ ის არ იყო...თან გურული და ამ კაიფს გაუშვებდა ხელიდან...კი ვიცინეთ ერთმანეთზე გადაკიდებულებმა ნახევარი საათი მაინც და უტყაპუნეთ ზურგზე ხელები ერთმანეთს...ვერ დავრჩი...მეჩქარებოდა...მაგრამ შევპირდი ჩამოგილითქო...მეტი არააა ჩემი მტერი შენ აგი ადგილი მოაგნოო...გამომძახა სიცილისგან თვალცრემლიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge