Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:19 16.04.2019
"მთელი ღამის განმავლობაში "ვასწავლიდით" პარიზელ მეხანძრეებს, როდის დაეწყოთ ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა"

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქს საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ქართველებმა ხომ ყველაზე მაგრად ვიცით პოლიტიკა, ფეხბურთი და ჟურნალისტიკა!


წუხელ დავრწმუნდი, რომ მეხანძრეებიც ყველაზე მაგრები ვართ!


მთელი ღამის განმავლობაში "ვასწავლიდით" პარიზელ მეხანძრეებს, როდის დაეწყოთ ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა და რა მეთოდი თუ ტექნიკა გამოეყენებინათ!


ვახ, რა ძალიან ნიჭიერები ვართ! 


P. S. ტრამპმაც ცოტა "წაიქართველა" და ტვიტერით მოუწოდა, - სახანძრო ავიაცია გამოიყენეთო. ეგეც ქართველი იქნება უეჭველი. დიდი ბებია მაინც ეყოლებოდა ჩვენებური."– წერს ბონდო მძინარაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge