Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:51 17.04.2019
"ძალიან მაკვირვებს ოცნების დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი"–ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:

 

"ძალიან მაკვირვებს ოცნების დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი. ფეისბუქის წარმოების მნიშვნელობას ვერ/არ ხვდებიან.


რა ხდება ოცნების დეპუტატების (ყველას არ ეხება) ფეისბუქ გვერდებზე: კვირაში 1-2 პოსტი, მეტწილად არა მიმდინარე თემებზე. თითქოს მათ არ ეხებათ პოლიტიკური დუღილი და მოსახლეობამდე მათი სათქმელი ვინმემ, სხვამ უნდა მიიტანოს.


რა ხდება ოცნების ოპონენტთა ფეისბუქ გვერდებზე: საწინააღმდეგო სურათია, - დღეში რამდენიმე პოსტი მიმდინარე, ცხელ თემებზე, კომენტარები, დუღილი...


დასკვნები თქვენ გამოიტანეთ,"– წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge