Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:41 17.04.2019
"თურქეთს აფრთხილებენ – რეჯეფ, მოგვისმინე და დაიმახსოვრე, თორემ..."

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თურქეთს აფრთხილებენ...

რეჯეფ, მოგვისმინე და დაიმახსოვრე, თორემ...

------------

ამერიკული "ბლომბერგი", თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შესყიდვასთან დაკავშირებით, სარედაქციო სტატიაში წერს:


"ნატომ უნდა დაამტკიცოს, რომ ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რომელიმე წევრის წვრილმანი ინტერესები. თურქეთი უნდა დაისაჯოს: ანკარას უნდა აეკრძალოს F-35-ების წარმოების პროგრამაში მონაწილეობა (სხვა ქვეყნები თურქეთს ამ საქმეში სიხარულით ჩაანაცვლებენ). დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მას სანქციები უნდა გამოუცხადოს - ისე, როგორც ჩინეთს გაუკეთა, როცა პეკინმა რუსული თვითმფრინავები და სარაკეტო სისტემები შეიძინა.


და თუ რეჯეფ ერდოღანი აზრზე არ მოვა, ალიანსი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თურქეთს ყველა ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობის დონე შეუმციროს. აუცილებლობის შემთხვევაში აშშ-მა უნდა მიბაძოს გერმანიას და ინჯირლიყის სამხედრო ბაზიდან თავისი კონტინგენტი გაიყვანოს (ალტერნატივა - ავიაბაზა მუვაფაკ-სალტი - იორდანიაში).


თავის მხრივ რეჯეფ ერდოღანმა უნდა აღიაროს, რომ ნატოს რიგებში თურქეთის 70-წლიანი ყოფნა მისსავე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი, ალბათ, აცნობიერებს, რომ თუ ნატოს დაშორდება, რუსეთი მას კიდევ უფრო მეტად მიიზიდავს; შესაბამისად, რეჯებ ერდოღანს, რომელიც თავს იწონებს და აფასებს თავის რეგიონულ ლიდერობასა და გეოპოლიტიკურ ავტონომიას, ასეთი რამ, წესით, არ უნდა მოსწონდეს.


თურქეთისთვის ნატოს წევრობა ჯერ-ჯერობით ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ წევრობა იმასაც გულისხმობს, რომ ანკარამ პატივი სცეს ალიანსის კოლექტიურ ინტერესებს. რეჯეფ ერდოღანმა მოკავშირეებს ეს უნდა აჩვენოს".– წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge