Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:46 17.04.2019
"სახელმწიფოსა და კანონებს ვერც მურუსიძე დაამარცხებს და ვერც ჩინჩალაძე" – თამაზ ჩიხლაძე

თამაზ ჩიხლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნენბს:

 

"კვლავ დავუბრუნდები ყბადაღებულ "მოსამართლეთა გამწესების" პრობლემას.


2013 წელს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხელი არ ეხლოთ ძველი მოსამართლეთა კორპუსისთვის და ხელისუფლება და მმართველი ძალა არ ჩარეულიყვნენ არანაირად სასამართლოს შიდა საქმეებში. ეს შესაძლებელია დღევანდელი გადასახედიდან იყო საკამათო გადაწყვეტილება, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იყო სწორი და მართებული.


დღეს შექმნილია კრიზისული სიტუაცია, რაც საზოგადოებას და სახელმწიფოს თავს მოახვიეს ნაცებმა, 13 არასამთავრობომ და ვაი-ვუი-ოპოზიციამ, ცხადია ყველაფერი ნაკარნახევია პოლიტიკური რევანშიზმის, ექსტრემიზმის ჟინით და ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაუოკებელი სურვილით.


რა უშლიდა ხელს ამ ძალებს დაეყენებინათ პარლამენტში ახალი რეგულაციების მიღების საკითხი 2-3 წლის წინ? არაფერი, მაშინ ეს საკითხი ბევრად უმტკივნეულოდ გადაწყდებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის შეცდომაც და ამ უმრავლესობაში მოიაზრება პირველ რიგში მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ისინიც, ვინც ასე ხმაურით გაიხურეს კარი უმრავლესობიდან და დღეს ნაც-ბოლშევიკებს ზუსტად 5-ჯერ გადააჭარბეს ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინებაში.


ნამდვილად დრამატულ შედეგებთან გვექნება საქმე თუკი მოსამართლეთა განრიგების ამ კანონს მიიღებენ? არა, ცხადია, არაფერი ტრაგიკული არ ხდება, სახელმწიფოს და კანონებს ვერც მურუსიძე დაამარცხებს და ვერც ჩინჩალაძე.


მაშ რაშია საქმე?


მართალია, სწორად მიხვდით, საქმე პოლიტიკაშია.
ამ ვაი-პატრიოტებმა ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლა გაუმართეს მმართველ ძალას მოსამართლეთა მოედანზე.
ეს პარლამენტის წევრები ისე დაკნინდნენ, საკუთარი მაღალი სტატუსიც დაივიწყეს და მაღალი პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს წინაშე და ჩინჩალაძის დონეზე დაეცნენ აქციეს რა იგი ბაყ-ბაყ-დევად, რომელიც ქვეყანას სასმელი წყლის გადაკეტვით ემუქრება.


ვაი, თქვენს პატრონს, ვაი, იმათაც, ვინც ამას ვერ ხვდება.
ვოტ, ტაკ!!"– წერს თამაზ ჩიხლაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge