Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:56 17.04.2019
გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა - პოზიტიურიდან სტაბილურამდე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი კომენტარს აკეთებს სარეიტინგო კომპანია Fitch-ის გადაწყვეტილებაზე და წერს: 

 

„გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა, პოზიტიურიდან სტაბილურამდე. ძირითად მიზეზად დაასახელა სწრაფი საცალო სესხების ზრდით და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის შედაგად გამოწვეული რისკები!!!. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ვინმე კი არ ებრძვის ბანკებს და ვინმეს კი არ უნდა ქართული ბანკების წარუმატებლობა, არამედ თავად ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტს და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნესმოდელი არჩეული, რომელიც მოკლევადიანი და მაღალ პროცენტიანი სესხების გაცემაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დიდი მოცულობით ნახოს მოგება. ამაში გასაკვირი არც არის რამე, ბიზნესია და მოგებაზე მუშაობს, ვერ შეედავები, მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა მათი მხრიდან მოგების მიღების გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლა, რაც მეტწილად ბიზნეს სესხების გაცემაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მაცივრების და გაზქურების განვადებებით. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ფაქტობრივად აღიარა და დაადასტურა სებ-ის რეგულაციების საჭიროება საფინანსო სექტორში, როცა შემოსავლის დაუდასტურებლად საცალო სესხების ექსპანსია ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ სისტემური რისკების გამომწვევი შეიძლება იყოს. რეგულაციების ზეგავლენის პირველადი შოკი კი არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა როგორც სურათი იყო დახატული. სისტემფორმირებადი ბანკების, თიბისის და საქართველოს საკრედიტო დაბანდება გაზრდილია შესაბამისად 158 და 131 მილიონით.“, წერს შოთა გულბანი.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge