Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:37 18.04.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაჭრილი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მას ჭრილობები გულის და მუცლის არეში აღენიშნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში, სავარუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა. შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ღონისძიებები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge