Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:30 18.04.2019
„ძალიან კარგი კანდიდატურაა ნათია თურნავა მინისტრად! უშუალო ადამიანია, საქმე უყვარს, იცის და კაბინეტის ჭია არასოდეს ყოფილა“

ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას და წერს:

 

„ძალიან კარგი კანდიდატურაა ნათია თურნავა მინისტრად! უშუალო ადამიანია, საქმე უყვარს, იცის და კაბინეტის ჭია არასოდეს ყოფილა... რამდენიმე პროექტზე მომიწია მასთან ერთად მუშაობა და მოვიხიბლე მისი უშუალობით, თავმდაბლობით(რაც უიშვიათესია), საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით.. თან ქართველი ობივატელის დუხჭირი ცხოვრებისგანაც არაა შორს და არ მგონია, ასეთი განცხადებები აკეთოს, რა საჭიროა იყიდოს მოქალაქემ ახალი მაცივარი ან ტელევიზორი განვადებით, თუ გადამხდელუნარიანი არააო... მოკლედ, ვარდისფერი სათვალე არ უკეთია და დანარჩენს დრო და გაწეული საქმიანობა გვიჩვენებს..p.s.თუმცა ზოგადად კი, სახელმწიფო მიდგომები და რეგულაციები თუ არ შეიცვალა, სულ რომ ბილ გეითსი დაინიშნოს, ხელშესახები სიკეთე ვერ დადგება ფართო ფენებისთვის... საზოგადოება კი უკვე კრიზისულად ეკონომიკურ ფსიქოზშია და საშიშია ასეთი ფსიქოზი.... !!“, წერს ეკა სეხნიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge