Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:31 19.04.2019
"იქმნება უცნაური ილუზია, რომ ნაცები თურმე გირგვლიანს იცავენ და ქოცები მურუსიძეს "ბალეშჩიკობენ"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"2012-ში იოლი იყო შავისა და თეთრის გარჩევა... ახლა, შავგულიძე ბოკერიასთანაა, იქმნება უცნაური ილუზია, რომ ნაცები თურმე გირგვლიანს იცავენ და ქოცები მურუსიძეს "ბალეშჩიკობენ", ამიტომ - სასამართლო "მურუსითაა" მოცული და პოლიტიკა - ბურუსით, ისე აჭრილია სიტუაცია, რომ შავსა და თეთრს შორის შუა გაკრეფას არავითარი აზრი აღარ აქვს......გაკრეფილობა საპირისპირო ტენდენციამ - გამოკრეფილობამ, უფრო სწორედ, "გამოფრეკებამ" შეცვალა. ვშიშობ, ამომრჩეველი უკვე გვარიანად გამოაფრეკეს და ყველანი ერთად, ე.ი. პოლიტიკოსთა უკლებლივ ყველა ბანაკი გაფარჩაკდება...:ამ შუალედურ არჩევნებს , თუ ყველა წააგებს, იქნებ მერე რამე გვეშველოს..." - წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge