Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:08 19.04.2019
„პოლიცია, რომელმაც აქციაზე მყისიერად დააკავა ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მეორე დღეა ,,ვერ ახერხებს" საქვეყნოდ იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას!“

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ზაზა დავითაიას საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს: 

 

„მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაკავებული ბოკერნაცი დავით ნაფეტვარიძე, რომელმაც ,,ასავალ-დასავალის,, ჟურნალისტს ზაზა დავითაიას დღენახევრის წინ უკანონოდ და უხეშად აღუკვეთა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, აქციაზე მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაფიქსირებულია არაერთი ტელეკამერის მიერ და ტირაჟირებულია არაერთ ტელეეთერსა და ინტერნეტში. პოლიცია, რომელმაც აქციაზე მყისიერად დააკავა ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მის მიერ მოძალადისათვის გაცემული ვერბალური პასუხის გამო, მეორე დღეა ,,ვერ ახერხებს" საქვეყნოდ იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge