Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:08 20.04.2019
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს კულუარულ ინფორმაციას, რა ხდება მმართველ გუნდში და რატომ დატოვა პოსტი ეკონომიკის მინისტრმა, ვის გადაყენებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და რეალურად რა დგას ამ ცვლილებების უკან:  

 

„გიორგი ქობულიას შემდეგ, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. როგორც მეუბნებიან, ეს უკავშირდება ერთ "უმნიშვნელო" დეტალს - "საყველიეში" მიდის ახალი "ინიციატივის" გატანისთვის ჭიდაობა: საქმე ისაა, რომ ახალი "ინიციატივა" გულისხმობს სალარო აპარატების შეცვლას. 
ამ "პროცედურის" სასტიკი წინააღმდეგია ფინანსთა მინისტრი. ინიციატივას, როგორც მეუბნებიან, წინააღმდეგობას უწევდა გიორგი ქობულიაც. მიუხედავად იმისა, ქობულიამ "რაღაც მანქანებით" შესძლო და ერთ უმსხვილეს კომპანიას სახელმწიფოს ვალი 230 მილიონი ჩამოაწერა, საკასო აპარატების შემოტანას წინ აღუდგა. რატომ და რა მიზეზით არ ვიცი, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, ასეა. შემდეგ: საკასო აპარატების შეცვლის აუცილებლობას ახსნიან ე.წ. რეფორმით - აი, როგორც ტაქსები მოექცა ჩარჩოში, ასე უნდა იყოს საკასო აპარატებიც - ყველგან ერთნაირი. ფინანსთა მინისტრი, როგორც მეუბნებიან, ამ ცვლილებას ეწინააღმდეგება და ამბობს რომ "ეს გამოიწვევს ბუნტს", თუმცა გამოსავალიც ნაპოვნია: ახალ სალარო აპარატებს სახელმწიფო იყიდის. ხაზგასმით: ფინანსთა მინისტრი კატეგორიული წინააღმდეგია ამ "რეფორმის". კითხვა: და, ვის უნდა შემოიტანოს ახალი საკასო აპარატები? პასუხი: ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს. და რომელი მინისტრია ჩხარტიშვილ-ბეჟუაშვილების "პირადი შემადგენლობის" წევრი? პ.ს. აი, ასეთ კადრებს ზრდიდა ბენდუქიძე. და, ბოლოს, კიდევ ერთი კითხვა: რომელი კლანი მართავს საქართველოს - ვისი ვიოლინო ვის როიალშია?“, წერს დარეჯან მეფარიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge