Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:46 20.04.2019
"რუსეთის ფაქტორის გამო, კანდიდატებს ზღვარი არ გადაულახავთ, ზიზღის ენით არ უსაუბრიათ"

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რამდენიმე ფრაზას დავამატებ გუშინდელ დებატებთან დაკავშირებით:


1. ჩვენი პოლიტიმოსების გასაგონად - მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ერთმანეთის მიმართ მწვავე შეფასებებისა, მ.შ. რუსეთის ფაქტორის გამო, კანდიდატებს ზღვარი არ გადაულახავთ, ზიზღის ენით არ უსაუბრიათ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიუმართავთ, ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, არც სახე დაუკარგავთ. პირიქით.


2. რუსეთის საპასუხოდ - რუსულ არხებზე, გუშინ, მთელი საღამო ღლიცინებდნენ, განსაკუთრებით "60 წუთში". ჰოდა, მსგავსი დებატები, რუსეთის ისტორიაში, მთავარ კანდიდატებს შორის არ მომხდარა და, უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელი არაა.


ვისაც არ გინახავთ, რუსული თარგამინით იხილეთ ჩემს გვერდზე. ქართული თარგმანი, გუშინ, საშინელი მოსასმენი და, ალბათ, არაზუსტიც იყო,"– წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge