Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:14 20.04.2019
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. პრეზიდენტმა დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული ვიდეო მასალა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

 

ცნობისთვის, „ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია. დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge