Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:51 20.04.2019
„მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი და მოზარდის მამა სოციალურად დაუცველები იყვნენ, გამოვრიცხავ, მოზარდის შიმშილობას, მით უფრო ბულინგს და დამცირებას“

მარტვილში მცხოვრებმა 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმხილველთა თქმით, მოზარდმა თავი შიმშილობის გამო მოიკლა. როგორც მოზარდის სკოლის დირექტორი, მამუკა თვალაძე "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას აცხადებს, სუიციდის მიზეზი გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი და მოზარდის მამა სოციალურად დაუცველები იყვნენ, ის გამორიცხავს რომ მოზარდი შიმშილობდა.

 

როგორც "რუსთავი 2"-ის ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი, ტელევიზიამ არასრულწლოვანი ბიჭის შესახებ მომზადებული სიუჟეტის ანონსი შეცვალა. " ეს არის ანონსის რედაქტირებული ვერსია, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანოს რეკომენდაციით, ანონსში გამოყენებული ერთ ერთი ინტერვიუ შეიცვალა", - წერია ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge