Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:49 20.04.2019
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“

 ემიგრანტი დალი გორეზიანი ეკონომიკის ახალ მინისტრს, ნათია თურნავას სოციალურ ქსელში მიმართავს:

 

“მერამდენე მოსვლა გაქვთ, ქალბატონო ნათია თურნავა?… როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან?.. შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს… ქალური სოლიდარობის გამო უნდა გილოცავდეთ, მაგრამ სავსე ვართ თქვენი მოსვლებით, ყველას და ყველაფრის შეგუების უნარით… ადამიანების დაჩაგვრის უნარით… ცოდვაში არ ჩავიტნევ, 2004 წელს, შენზე ამბობდენ, კარგი განათლება აქვსო და მის მერე კიდევ ისწავლიდით რამეს… პასუხს დაველოდები. რაში გისურვოთ წარმატება, ეგეც გვითხარით უმამულოდ დარჩენილ მამულიშვილებს… პ.ს. სკამი გაციებულიც არ იყო, უცებ მოგათავსეს სავარძელში”, წერს დალი გორეზიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge