Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:11 20.04.2019
„არავის გაგახსენდათ ხომ? 1770 წლის 20 აპრილს ასპინძასთან ერეკლემ გაანადგურა ოსმალები - დიდება გმირებს!“

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე საზოგადოებას შეახსენებს, რომ მეფე ერეკლემ 250 წლის წინ, 20 აპრილს ასპინძის ბრძოლა მოიგო:

 

„1770 წლის 20 აპრილის ასპინძის ომის გმირი ერეკლე მეფე - "პატარა კახი". "ჯაჭვის პერანგი ჩააცვეს, გაჰკრა ხელი და გახია“. არავის გაგახსენდათ ხომ? 1770 წლის 20 აპრილს ასპინძასთან ერეკლემ გაანადგურა ოსმალები. დიდება გმირებს!“

 

როგორც გაირკვა, ასპინძის მუნიციპალიტეტს ეს დღე არ დავიწყებია: „დღეს, 20 აპრილს, ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშის წინამძღვარმა - დეკანოზმა მამა ზოსიმემ ძეგლთან, 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა''-მ რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეასრულა. “

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge