Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:53 21.04.2019
„ესენი ნამდვილად არ არიან ჩვენი მოდგმის ხალხი - ადამიანი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის პოლიტიკურ სკანდალად გადაქცევას ვერ დაგეგმავდა“

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთავი-2-ის სიუჟეტს, რომელიც არ იყო რეალურ ამბავზე აგებული და წერს: 

 

„გაგონილი გექნებათ კონსპიროლოგიური თეორია რეპტილოიდების შესახებ. ამ თეორიის თანახმად, უძველეს დროში ეს რასა ადამიანებს ერწყმოდა და ადამიანური ფორმა მიიღო, ხოლო მმართველი ელიტა მათი შთამომავლებისგან შედგება. რეპტილოიდების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა თანაგრძნობის არქონა, სისასტიკე, ნებისმიერი გზით მიზნის მიღწევა, სინანულზე ხომ საერთოდ არააა საუბარი. რუსთავი 2-მა ღრმად დამარწმუნა, რომ ეს თეორია სწორია. ესენი ნამდვილად არ არიან ჩვენი მოდგმის ხალხი. ესენი ნამდვილი რეპტილოიდები არიან. ადამიანი 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის პოლიტიკურ სკანდალად გადაქცევას ვერ დაგეგმავდა. ეს ხვლიკები კი დაჯდნენ და ცივსისხლიანად მოიფიქრეს ეს სისაძაგლე. თუმცა, ეს ადამიანებისთვის არის საშინელება. მათთვის ეს ჩვეული საქმეა. პრობლემა ისაა, რომ ლამის ნახევარი საქართველოც გამოარეპტილოიდეს. სხედან და უყურებენ, თან თავისუფლების ჩირაღდანს უწოდებენ. "მელას თავისი მაღრჩობელა უყვარდაო" - ახლაღა გავიგე ამ ანდაზის ნამდვილი მნიშვნელობა“, წერს სოსო მანჯავიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge