Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:28 21.04.2019
კიევის სასამართლომ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნაზე

 

კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებიდან მოხსნაზე. სასამართლომ კანდიდატის ბოლოდროინდელ მოქმედებებში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა. პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალი ამომრჩევლების მოსყიდვაში ედებოდა. მომჩივანი მხარის მტკიცებით, ზელენსკი 19 აპრილს პეტრე პოროშეკოსთან დებატებზე მისასვლელად ხალხს ბილეთებს უფასოდ ურიგებდა. საჩივარის ავტორის, ანდრეი ხილკოს თქმით, რომელიც არჩევნების პირველ ტურზე დამკვირვებელი იყო, ეს ფაქტი ამომრჩევლების მოსყიდვაა. სასამართლო არ დაეთანხმა ამას და ზელენსკი 21 აპრილს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას გააგრძელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge