Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:09 21.04.2019
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი 73%-ით იმარჯვებს

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,7%-ით გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 26.3%-მა დაუჭირა. ეგზიტპოლის შედეგებს ლიდერები რამდენიმე წუთში შტაბებში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაფასებენ. არჩევნების მეორე ტურამდე არაერთი გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ბოლო კვლევა კომპანია „რეიტინგმა“ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ ზელენსკის გამოკითხულთა 52% უჭერდა მხარს, პეტრო პოროშენკოს კი 19%. 19%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ რა არჩევანს გააკეთებდა, 10% არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებდა.

 

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს. ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი 2%-ია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge