Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:24 21.04.2019
ბოსფორის ალტერნატივა: თურქულ-რუსული "სტამბოლის არხი"?

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ბოსფორის სრუტის ალტერნატივის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:


"სტამბოლის არხი" - ბოსფორის სრუტის ალტერნატივას წარმოადგენს, რომელზეც არანაირი კონვენცია არ გავრცელდება. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ "სტამბოლის არხის" მარშრუტი შარშან, 2018 წლის დასაწყისში დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით:
არხის სიგრძე - 45-50 კილომეტრი;
სიგანე - 150 მეტრი;
სიღრმე - 25 მეტრი;
გამტარუნარიანობა - 90 ათასი გემი წელიწადში (შდრ: ბოსფორის - 56 ათასი);
მშენებლობის ხარჯები - დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი.
მშენებლობის დასრულების ვადა - 2023 წელი.

 

"სტამბოლის არხის" ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ბოსფორის სრუტეში არაშავისზღვისპირა ქვეყნების სატვირთო და სამხედრო გემების მიმოსვლა შეწყდება (ასე განაცხადა რეჯეფ ერდოღანმა), მაგრამ როგორ განხორციელდება მონტრეს კონვენციის დენონსაცია სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ჯერ გაურკვეველია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსეთში ბოლო დროს გაისმის ხმები, რომ მოსკოვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს "სტამბოლის არხის" დაფინანსებაშიო...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge