Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:23 22.04.2019
ზელენსკის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყანაში „პატიმრების და ტყვეების“ დაბრუნება

 

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყანაში „პატიმრების და ტყვეების“ დაბრუნება. იგი ასევე, აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას დონბასის შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად.

 

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, რომელმაც არჩევნებში წაგება აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო ხელშეუხებლობის გარანტიები. ინფორმაციას გამოცემა «Страна» ავრცელებს. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, აშშ-მ ზელენსკის ჯგუფი უკვე გააფრთხილა, რომ პოროშენკო ხელშეუხებელია. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge