Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:32 22.04.2019
"პოროშენკომ ზელენსკის მიულოცა და თუ დაგჭირდები რაიმეში, აგერ ვარო"

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის სკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პოროშენკომ ზელენსკის მიულოცა, აღიარა ეგზითფოლების შედეგები, თუ დაგჭირდები რაიმეში, აგერ ვარო. ზელენსკიმ მიიღო შემოთავაზება. ეს ყველაფერი კარგია, რა თქმა უნდა.


ასევე, ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანმა, უკრაინულ ენაზე.


რაც შეეხება ზელენსკის, 2 დღის წინ თქვა დონბასს არანაირი განსაკუთრებული სტატუსიო და უკვე დღეს გადათქვა, რადგან ნორმანდიულ ფორმატს და მინსკს მივაწვებიო. მინსკი კი, როგორც ადრე ბევრჯერ მოგახსენეთ, განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს და წამგებიანია უკრაინისთვის, რადგან ყირიმის დარეგულირებას არ ითვალისწინებს, ნახსენებიც არაა.


სხვა რა. 27-ში ინაუგურაციაა. პროკურორს და ძალოვნებს პრეზიდენტი ნიშნავა. მთავრობა აგრძელებს მუშაობას. ყველაზე საინტერესო შემოდგომით საპარლამენტო არჩევნები იქნება.


დანარჩენს მივადევნოთ თვალი,"– წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge