Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:35 22.04.2019
"აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მე პირადად, ბატონი ჯანდრი უბირია მესახება" - მალხაზ თოფურია

ბლოგერი მალხაზ თოფურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"არის თანამდებობები, სადაც ინგლისურ- კომპიუტერის ცოდნაზე და ექსელის პროგრამის გამოყენებაზე მნიშვნელოვანი, ღირსება, წარსული, ისტორია, უბრალოდ ადამიანებთან ადამიანური კომუნიკაციაა, ზემოთ ჩამოთვლილი "ღირსებები" მდივანმა და თარჯიმანმაც შეიძლება შეითავსოს რაც შეეება ღირსეულ წარსულსა და იმ უბრალოებას რომელ საზოგადოებასაც უნდა წარმოადგენდე აღნიშნულ თანამდებობაზე ამას ვერსად ვერ შეიძენ... საუბარია აფხაზეთის მთავრობის ხემძღვანელზე რომელიც ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს , ესეთ კაცად მე პირადად (და არა მარტო მე) ბატონი ჯანდრი უბირია მესახება, ოჩამჩირელი კაცი, ვეტერანი, ღირსეული ომის დროსაც და კეთილგონიერი მშვიდობიანობის პერიოდში, ომის ინვალიდი შეუძლია და მუდმივ რეჟიმშიცაა ესაუბროს დევნილ თანამოძმეებს პირდაპირ ესაუბროს ენგურსიქით დარჩენილ აფხაზებს ... არ ვიცი ვინმეს თუ აინტერესებს ჩემი აზრი მარა ლაბორატორიაში გამოყვანილ ინგლისურად მოტლიკინეობა არ უნდა იყოს მთავარი საზომი ერთეული, ეს უკვე გვანახა ცხოვრებამ," - წერს თოფურია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge