Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:51 23.04.2019
"ერთი თვით ადრე მაჩალიკაშვილმა გააჟღერა ხელისუფლებისადმი მუქარა და პანკისელმა ქისტებმა აღასრულეს კიდეც"

გია შარაშენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"ერთი თვით ადრე მაჩალიკაშვილმა გააჟღერა ხელისუფლებისადმი მუქარა და პანკისელმა ქისტებმა აღასრულეს კიდეც, ოღონდ ღმერთის წყალობით გადავრჩით თუ ვინმესი ჩარევით, ამას დრო გვიჩვენებს. 


ქართული პოლიციის და კერძოდ გახარიას მოქმედება იყო საუკეთესო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს, გიორგი გახარიას სახით ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო პირველი პოლიციელი მთელ მსოფლიოში. 


ვინც პანკისში არ იყო, მაგრამ ხელისუფლების დასაკნინებელ დასკვნებს კოდალასავით უკაკუნებს გაზეთში, რადიო-ტელევიზიასა თუ ფეისბუქ-ტვიტერზე, იგივე საქმეს აკეთებს , რასაც პანკისში მომწყობი პროვოკატორები, სადაც მცირე გაბარიტიანი ჰესების მშენებლობა მხოლოდ საბაბი იყო. 


რადგან არჩევნები ახლოვდება, პროვოკაციები შესაძლოა კიდევ განმეორდეს. ენჯეოებთან, მიკერძოებულ ჟურნალისტებთან და ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან პრეტენზია არ მაქვს, ისინი ამით პურის ფულს შოულობენ, ხოლო შადიმანები ყოველთვის იარსებებენ. თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ხვდება, რომ ასეთ სენსიტიურ თემებზე ფაქტების გარეშე წერა იგივეა, რაც მტრის მიზანმიმართული პროპაგანდა, მაშინ უფრო ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე და ვინმემ დროებითი პროპაგანდა უნდა იკისროს, რადგან გზის გასაყარზე ვდგავართ ----- 


2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადამწყვეტი, თუ რა გზით დაადგება ის შემდგომ განვითარებას:
ევროპულ-ლიბერალურით ან ქართულით-ის, რაც სისხლში გვაქვს." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge