Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:00 23.04.2019
"არ დავუშვებ, რომ 20 მაისი - ჩემთვის წმინდა დღე, როდესაც მამაჩემის სისხლი დაიღვარა, ვინმეს ირონიის საგნად ვაქციო..."
გურამ შარაძის საზოგადოების ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც მისი ქალიშვილი - რუსუდან შარაძე აწაროებს, შემდეგი შინაარსის სტატუსი ვრცელდება:

 

ეს დღეები, მინდა რამე დავწერო, მაგრამ დაშრა სიტყვები და ფანტაზია. როგორც არასდროს, ისე მომბეზრდა ყველაფერი და გული მერევა ვითარებაზე, ზოგადად...

20 მაისს, მამაჩემის მკვლელობიდან 12 წელი გადის! თბილისში ვერ და არ ვიქნები. 


ვინც მელიქიშვილზე ერთხელ მაინც მოსულხართ, დამეთანხმებით, რომ ყოველი ჩვენი შეკრება, გლოვაზე მეტად, სიყვარულის დღედ გადაიქცევა ხოლმე. ეს მაბედნიერებს! 
თქვენ მაბედნიერებთ.

თუმცა, წელს - არა.


18 ნოემბრის შემდეგ, ბოლო აქცია რომ გავმართეთ, აზრს ვერ ვხედავ.

 

მაპატიებს მამაჩემი. ადრე, შევპირდი, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თბილისში ჩავიდოდი და 20 მაისის საღამოს, მელიქიშვილზე ვიდგებოდი.

 

ასეც იქნება, მაგრამ ახლა, სხვა არ ვიცი, რა გავაკეთო, რით გამოვხატო ჩემი პროტესტი ყველაფრის მიმართ.


რაც მთავარია, არ დავუშვებ, რომ 20 მაისი - ეს ჩემთვის წმინდა დღე, როდესაც მამაჩემის სისხლი დაიღვარა, ვინმეს ირონიის საგნად ვაქციო...

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge