Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:33 24.04.2019
"გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას - სახელისუფლებო ინტერესჯგუფებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ძნელი საყურებელია, როცა ქო-ს ე.წ. პოლიტიკური ელიტა ერთხმად “უფითილებს” გახარიას პანკისის მოვლენებზე “სათანადო” რეაგირებისთვის და სეირის საყურებლად ემზადება - როგორ გადაყვება ამ ამბავს მათთვის ესოდენ არაკომფორტული მინისტრი. ჩემი აზრით, პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვლენების შემდგომი განვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ სწორი იქნება, საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირება უსაფრთხოების სამსახურს გადაეცეს. სხვა შემთხვევაში სრულიად აშკარა გახდება გარკვეული სახელისუფლებო შეთქმულება გახარიას წინააღმდეგ.


გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას - სახელისუფლებო ინტერესჯგუფებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს." - წერს ხუხაშვილი,

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge