Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:40 26.04.2019
"გახარია, ტყუილად ნუ გიხარია, გამოძიების დაწყებას მაინც გაიძულებ საკუთარი ძალებით!!!" - მელორ ვაჩნაძე

 სამოქალაქო აქტივობის კლუბი-ს თავმჯდომარე მელორ ვაჩნაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ეს არის სამწუხაროდ ქართული რეალობა და უნდა წაიკითხოთ!!!

ძალიან დავიღალე და იმედგაცრუებულიც ვარ!

მთელი ღამეა ვერ ვიძინებ, ამ თემაზე მეფიქრება და რომ არ დავწერო უფრო “დავიგრუზები”! 

თან არავინ მყავს, რომ დაველაპარაკო (ნინის საერთოდ გახედვა აღარ უნდა კარვებისკენ და მთლიანად ამ აქციების გაგონებაც არ უნდა!!! რაც მიშას მოსვლისას გააკეთა ემიგრანტების ნაწილმა და ამით საერთო საქმე, მიზანი დააზიანა! არ მელაპარაკება)))

ამიტომ აქ დავწერ...

მოკლედ, როგორც იქნა კარვებში მცხოვრები ქართველების პრობლემა გადაჭრის პირასაა!!!

ამისთვის ბევრი შრომა და მოლაპარაკება გავმართე!!!

 

1) ყველამ იცით, რომ კარვების უკანონო განთავსების გამო 23 ოჯახს და 30 მარტოსულს, პოლიციამ მოუტანა 18 აპრილს უწყება, სადაც წერია: “თუ კარვებს არ აიღებთ ყველა იქ მაცხოვრებელ სრულწლოვან ადამიანს ყოველ დღე 100€ დაეკისრება, ასევე მოხდება მათი გამოსახლება!!! ეს პრობლემა გადავჭერით ბევრი წვალების შემდეგ დაგვეხმარა ფრანგული NGO და უფასოდ აგვიყვანა ადვოკატი, კოლექტიური გასაჩივრებაც მოხდა ამ დადგენილების და მე წერილობით საკუთარ თავზე ავიღე აღნიშნულ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა, სასამართლოში ყველას მაგივრად გამოცხადება, კოლოსალურ თანხაზე პასუხისმგებლობაც წაგების შემთხვევაში, დღეის მდგომარეობით მიახლოებით რომ გითხრათ 60-70 ადამიანი კაცზე 100€ მეშვიდე დღე 6000€ - 7000€ დღეში ჯამში სადღაც 50 000€ მდე))) და ეს იმიტომ გავაკეთე, ვინაიდან არცერთი იქ მყოფი ადამიანი ამ სასამართლოს ბოლომდე არ მიიყვანდა და ეს ჯარიმები გახდებოდა ყველას დადეპორტების საფუძველი და მე რომც წავაგო მეტი შანსი მაქვს ავირიდო ეს საფრთხე, ვინაიდან პოლიტდევნილი ვარ!!! იმას რომ თავი დავანებოთ ყოველ დღე და ღამე კარვებთან, რომ ვმორიგეობთ მე და ჩემი მეგობრები ხალხის დასაცავად პოლიციისგან!!! (ნინი მომკლავს)))

 

2) 2 თვიანი განძრახ უმოქმედობის შემდეგ (მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილმა პროცესს ხელი შეუშალა) დაბინავების პროცესი დაიწყო, მაგრამ სირთულეებით მიდის... მოხდა მარტოხელების დაწყვილება ორ-ორად, სამ-სამად და ა.შ. ასე 30 სასტუმროს ნაცვლად 10 სასტუმროა დასაბინავებლად საჭირო და ეს ფრანგულ მხარესაც გაუხარდა ორ და სამადგილიან სასტუმროს ერთ კაცს ვერ აუღებდნენ... მეორე სირთულეა პასპორტების ქსეროასლების აგროვებაა, რაც მაოცებს((( სასტუმროში რომ გაგაწესონ, უნდა გაგაფორმონ, ამისთვის საჭიროა პასპორტი, რომ იცოდეს მეპატრონემ ვინ შესახლდა და რამე რომ მოხდეს ვინაა ეს პიროვნება ანუ იდენტიფიკაციის მიზნით... ბევრზე სახვეწარი გახდა ეს პასპორტები (დასაქსეროქსებლადაც მე მიმაქვს, რომ შესაძლოა ვინმეს არ ქონდეს ხურდა), რატომ არ გვაძლევენ საკუთარ პასპორტებს არც ხსნიან((( არადა ხვალ ყველასი უნდა მქონდეს ამ პრეფეკტთან და “სადას” უფროსებს ვხვდები და უნდა ვიმსჯელოდ შესახლების პროცესზე ინდივიდუალურად!!! ესეც ბევრი წვსლებით თითქმის შეგროვდა 3 დღე დავკარგე((( 

 

ეხლა კი თემა, რომლის გამოც ღამე არ მძინავს((( ერთი ოჯახია ახლების. ჩამოვიდნენ 18 აპრილს. ქალბატონია 4 შვილით და აქედან ერთი “მზის შვილია”. ეს ოჯახი ჩაბარდა, მაგრამ ხელი არ აქვთ დადებული პრეფეკტურაში და ჯერ კანონით არაფერი არ ეკუთვნით... ამ ბავშვის გამო “მაგას ვენაცვალე”, ყველა ოჯახს ვთხოვე, მართალია ორი თვეა კარავში ხართ ბავშვებით, მაგრამ არ გეწყინოთ ეს ოჯახი რიგგარეშე უნდა დაბინავდეს ამ ბავშვის გამო და მე პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე პერსონალურად ვთხოვ ამ ერთი ოჯახის დაბინავებას საერთო დაბინავებამდე (მსგავსი სიტუაცია იყო 8 თვის ფეხმძიმე ორი შვილი და ქმარი ვითხოვე და უკვე დააბინავეს 6 დრეა) ყველა გაგებით მოეკიდა ამისთვის მადლობა... ბევრი მახვეწნინეს არ ეკუთვნისო ხელი არ აქვს დადებულიო და ათასი რამ მოიმიზეზეს, მაგრამ დავითანხმე... მოგვიტანეთ ყველას პასპორტის ასლები და სამშაბათამდე შევასახლებთო... სამი დღეა არ მაძლევენ. თან ახლობელს ვთხოვე და ბინაში ერთი ოთახიც ვუშოვნე აბაზანით და სამზარეულოთი სანამ სასტუმროს მისცემენ, რომ ამ ბავშვს კომფორტულად ეგრძნო თავი... დღეს ველაპარაკე ყველაფერი ავუხსენით ყველამ (ამ ჩემს ხვეწნას სასტუმროს რიგგარეშედ ხალხიც შეესწრო), ეს ქალბატონი კი უარს ამბობს ბინაზე, კარავში დავრჩებითო და პასპორტის ასლიც არ მოგვცა. თუ მოცემა უნდათ, ისედაც მოგვცემენო... საერთოდ არ ფიქრობს ამ ბავშვის კეთილდღეობაზე მე კიდე გავიხიე შუაზე (იმედია ვინმე წააკითხებს ამ პოსტს) და თან განაცხადა შეიძლებაო არა წარმოიდგინეთ შეიძლება თქვენ კარგის გაკეთება გინდათო, მაგრამ თავს შევიკავებოოო. მიშას ენდობიან და მე არა ისიც ვუთხარი წამოდით და სამსახურის უფროსს პირადად მიეცით თუ მე არ მანდობთ ამ ქსერო ასლებს და არაო!!! თუ მომცეს, მომცეს და თუ არა წავალ საქართველოშიო... გავბრაზდი მაგრად მაგრამ ქალია და რას ეტყვი? ერთი ის ვუთხარი, თქვენ კი გაძლებთ კარავში, მაგრამ ამ ავადმყოფ ბავშვს რას ერჩი? მარტო თქვენს კარავს არავინ დატოვებს და მე თვეობით აქ ვერ დაგიდგები ყარაულად პოლიციისგან (ისედაც იმდენი პრობლემები მაქვს ამ ბრძოლის გამო ნინი არ მელაპარაკება) და რაც იქნება იქნება არ მოგცემო და მეც აწი ვინც იწვალოს თქვენს გამო იმის დედაც მეთქი... და წამოვედი... მანქანით მივდივარ და გული მაქვს გახეთქვაზე, ვფიქრობ რა ვერ დავანახე ამ ადამიანს? მიშამ იძალადა ქართველ ხალხზე მე არა!

მიშა დაპირდა, ადვოკატს მოატყუა მე ვიშოვე და ჯარიმებიც კი გადმოვიწერე!

მიშა სხვა სიკეთეებსაც დაპირდა, მოატყუა და მე მეგობრებთან ერთად ვალებს ჯერ კიდე ვისტუმრებთ!

ამ ფიქრებში ვარ და ზარია, რეკავს იქ მაცცოვრებელი ახლობელი და მეუბნება “შენ რომ მთხოვე ოჯახზე, ღვთის სასწაული ბავშვი “მხის შვილი” ბავშვი რომ ყავს, დაელაპარაკე აუხსენი რომ პასპორტის ასლი მოგვცესო ვნახეო (წამიერად გამიხარდა მეთქი როგორც იქნა მიხვდა რომ სხვანაირად ვერ დავეხმარებით) ვნახეო და თქვენ როგორც კი დაიძაროთ ისეთი მოგაწყევლათ ფრთხილად იარეთო!!! მოგაწყევლაოოოოო. ნუ კი გამოვლანძღეო “ხალხი ცდილობს დაგეხმაროს ეს როგორ იკადრეო” ამ ყველაფრის მერე აგერ მთელი ღამეა ვლოცულობ “ნინიკოს და ჩემს შვილებს ჯვარი წერიათ!!! მე დავისაჯო თუბრაიმე შემეშალა!!! ოღონდ ესენი კარგად მყავდეს!!!” ამ ფაქტმა მაგრად ამრია.

 

P.S.მიშას ჩახუტება და ღალატი გადავხარშე, ნინის წყენას და კონფლიკტებს ვიტან, ფიფანსურ მხარესაც ვუმკლავდები, პირადი პრობლემები რომ შემექმნება ამ ყველაფრის გამო ავიტან, ფიზიკურ დაღლას და ღამის თენებას გავუძლებ, ბუვრის უმადურობას და აქეთ დამადლებას გვერდში გიდგავარ, თითქოს ჩემი საქმისთვის მინდა იუმორით ვუყურებ, ბევრ ჭორებს ჩემს გარშემო ვიტან, საფრთხეს რომელიც მექმნება საქართველოს ხელისუფლების მხილებით და სხვა მხრიდან შევეგუე და სხვა შედეგებს... მაგრამ, წყევლა-კრულვას მე და ჩემი ოჯახი თუ ვიმსახურებდით არ ვიცოდი!!! ამან დამაფიქრა ხვალ წავიდე თუ არა საერთოდ იმ უფროსობასთან შეხვედრაზე? ესაა ჩემი დილემა (ზოგიერთებმა კი, დააშავეს რაღაცეები ყველამ არა მაგრამ ამ ქალის გამო ისე დარჩნენ? ბავშვებს ხომ არაფერი უქმიათ?) და კომენტარებში კორექტულად მირჩიეთ... ოღონდ ვიმეორებ კორექტულად!!! ვინაიდან ისედაც დეპრესია დამმართა ამ ქალმა!!!

ისიც გაითვალისწინეთ ჩემი ოჯახი მირჩევნია მსოფლიოს!!!

უბრალოდ ეს რომ არ დამეწერა გული გამისკდევოდა.

 

P.S. იგივე განცდა მაქვს როგორიც წამოსვლის დროს, არავის რომ არ გაუპროტესტებია ჩემი ქვეყნიდან დევნილობა, არც აქცია, არც გადაცემა, არც არავის მოუთხოვია გამოძიება, ოპოზიცია დუმს, ჩემი თანამებრძოლები ხმას არ იღებენ, ჩემი საზ. აქტ. მეგობრები ხმას არ იღებენ და ზოგადად არავის არ სწყენია მგონი ეს ამბავი დედაჩემის, მამაჩემის და თითზე ჩამოსათვლელი ხალხის გარდა!!! გამოძიება მაინც მოითხოვეთ იმ აუდიო მტკიცებულების ირგვლივ!!!

ასე იყო პოლიტპატიმრობაშიც რომ ვიყავი თითზე ჩამოსათვლელ ხალხს ვახსოვდი, ისიც იმიტომ რომ ბევრს ვაქტიურობდი პატიმრობაშიც კი!!!

პოლიტიკას და ხელისუფლებაში მოსულ მეგობრებს საერთოდ არ უნდათ ჩემი ხსენება!!!

ერთი სიტყვით მარტო მიწევს მიწევდა და სავარაუდოდ მომიწევს ბრძოლა ყოველთვის და ეს რეალობა მაშინებს!!! 

ხანდახან მგონია, საერთოდ არ მიბრძოლია ქვეყნისთვის ან ხალხისთვის. სიზმარი იყო!!! იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს კი, გეტყვით თქვენს გამო ცეცხლში ჩავდგები!!!

არავის მადლობას არ ველოდები და არც მინდა, ამისთვის არასოდეს მიბრძოლია!!!

გახარია, ტყუილად ნუ გიხარია გამოძიების დაწყებას მაინც გაიძულებ საკუთარი ძალებით!!!

 

#ოჯახიუპირველესყოვლის!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge