Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:02 30.04.2019
"უქომაგო გარეჯა - ცივი გონებით დავფიქრდეთ ქართველებო სადამდე მივიყვანეთ ქვეყანა"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"--- უქომაგო გარეჯა ---


ათცამეტთაგან ერთერთ ასურელ მამათაგანმა -- მამა დავითმა, რომელიც მეექვსე საუკუნის შუაწლებში მოღვაწეობდა საქართველოში, დაარსა გარეჯის მონასტერი და მას აქეთ წმინდა დავით გარეჯელის ამ ძვალთშესალაგში ქართული წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა.


ზემოთ მოყვანილი უმცირესი იმფორმაცია მართალია სრულად ვერ გადმოსცემს ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთის კიდეზე მდებარე დავით გარეჯელის მონასტრის უმდიდრეს-უმძაფრეს ისტორიას, მაგრამ დღეს ის სრულებით საკმარისია ჩვენი დაქცეული სახელმწიფოს მდგომარეობის შესაფასებლად. ქართული ქრისტიანობის ამ კერათა კერას მეზობელი გვედავება, რომლის სახელმწიფოსაც და რელიგიასაც არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს იმ კულტურასთან, რომლის თვალსაჩინო ნაწილიც გახლავთ წმინდა დავით გარეჯელის უძველესი სამონასტრო კერა.შემომდავებელს კი პასუხი ჭირდება, მაგრამ არავითარი მცდელობაც კი არ შეინიშნება საქართველოს მხრიდან იმისა, რომ სიმართლე შეახსენოს თავხედ მეზობელს. პირიქით, სირაქლემას პოზაში დგას პოლიტელიტა, ინტელიგენცია და თვით საპატრიარქოც კი. ჯიბის ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ და ბევრი მსჯელობით არ გადაგღლით. მხოლოდ ერთზე გავამახვილებ თქვენ ყურადღებას: -- დავით გარეჯას კრიზისი დღეს ლუსტრაციის ის საშუალებაა, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ მოქმედი ქართული ,,ელიტა,, რომელსაც ქვეყნის ბედი აბარია სრულებით კორუმპირებული, ერთმანეთზე გადახლართული და ანტისახელმწიფოებრივია. თქვენ ხელისგულზეა ქართველებო სავალალო სურათი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც დაგანახებთ ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა. ეს გახლავთ ინტელიგენტურ--პოლიტიკურ- ეკლესიურ-მაფიოზური სინდიკატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება და, რომელსაც უკვე ძალიან უშლის ხელს ქართველი ერი. ერი რომელსაც ჯერ კიდე შერჩა ფასეულობების სიყვარული და განცდა ამ მიწის ბატონ-პატრონობისა. 


P.S. გთხოვთ სუფრული სადღეგრძელო--პათეტიურობისგან თავი შევიკავოთ და ცივი გონებით დავფიქრდეთ ქართველებო სადამდე მივიყვანეთ ქვეყანა და ვის ვამართინებთ მას,"-
  წერს 
გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge