Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:27 01.05.2019
„დიო, დაბრუნდი, გვიშველე, თორემ ერთმანეთს დავერიეთო - თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მომყავს, მაგას არ მეტყოდითო“

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე იაპონიის იმპერატორის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 

 

„დღეს იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს ტახტზე უარი უთქვამს, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ. "დავიღალე ქვეყნის მართვით, ამდენი ხანი უზენაესი ხელისუფალი ვარ, დასვენება მინდაო", - ასე მიმართა ერს. ტრანსლირება ყველა იაპონური ტელეარხით ხორციელდებოდა, პირდაპირი ეთერით. სხვათა შორის, აკიჰიტო თევზების მოშენებას ეწეოდა, ბრინჯსაც თესავდა და მოსავალსაც იმკიდა. ახლაც, ალბათ, გააგრძელებს. "ბი-ბი-სი" აქვეყნებს აკიჰიტოს სურათს, ბრინჯის მოსავლის აღების დროს. დიოკლეტიანე ხომ იცით, რომის იმპერატორი, რომელიც ასევე გადადგა, იმპერია აწყობილი დატოვა და თავის მამულში მებოსტნეობას მიჰყო ხელი. გარკვეული დროის შემდეგ რომიდან მას დელეგაცია ეწვია - დიო, დაბრუნდი, გვიშველე, თორემ ერთმანეთს დავერიეთო. ეე, თქვენ რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მომყავს, მაგას არ მეტყოდითო.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge