Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:25 01.05.2019
"გული ძალიან დამწყდება, თუ სუხიშვილები ამ ჰომოფობიურ ტაშ-ფანდურში მიიღებენ მონაწილეობას"

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში სუხიშვილების “ოჯახის სიწმინდის დღისადმი” მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას ეხმაურება.


“ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოვირჩეოდი იმისადმი, რასაც სუხიშვილები ქმნიდნენ (ქმნიან) და გული ძალიან დამწყდება, თუ ამ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას”, – წერს მშვენიერაძე.

 

ცნობისათვის, მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge